მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას აგრესიას და ერთმანეთზე გადაბრალებას - ნინა კობახიძე

641f117d1a463
თელარა გელანტია
26.03.23 00:06
923
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას აგრესიას. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

გადაცემის მთავარი თემა ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაბიზნესს შორის ურთიერთობა და ზოგადად, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გახშირებული ბიზნესის „დატუქსვის“ ფაქტები იყო.

ნინა კობახიძეს ჯანდაცვის სამინისტროს კომონიკაციის ფორმა არ მოსწონს და უწყებს მეტი ღიაობისკენ და სექტორთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ამასთან, BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის აზრით, მთელ მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელიც ბიზნესზე ეფექტიანია და ეს ყველამ უნდა გაიაზროს.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- ერთმანეთზე გადაბრალებას და აგრესიას უნდა დავუსვათ წერტილი. უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და გადასაწყვეტი საკითხები გადავწყვიტოთ სწრაფად და ეფექტიანად.

- მთავრობის მიერ ბიზნესის დატუქსვას არ უნდა დაესვას წერტილი?

- თუ რაღაც მომენტში ბიზნესი დასატუქსია, ეს ჩვენ მიგვიღია, მაგრამ უსამართლოდ ჩემთვის პატარა ბავშვის დატუქსვაც კი მიუღებელია და მით უმეტეს - ბიზნესის.

- არ ფიქრობთ, რომ მსგავსი დატუქსვების გახშირება საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება?

- ჩვენს სიანვესტიციო გარემოზე იმდენი რაღაც ისახება, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, რომ არ მგონია, ფარმაცევტულ კომპანიებსა და პრემიერს შორის მიწერ-მოწერამ ამ კუთხით სერიზული გავლენა იქონიოს.

- თუმცა ეს არაა ერთი მიწერ-მოწერა...

- ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ვისურვებ და ჩავერთვებით იმაში, რომ ეს პრობლემები ეფექტიანად მოვაგვაროთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები