მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას დოლარიზაციას - არჩილ მესტვირიშვილი

645bfd5304175
ალა ისპირიანი
11.05.23 00:30
1727
სტატიაში საუბარია:
"წერტილი უნდა დაესვას დოლარიზაციას" - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

მისი თქმით, საქართველოში ფინანსური სექტორი საკმაოდ განვითარებულია და დოლარიზაციას წერტილი საბოლოოდ უნდა დაესვას.

„სხვა ქვეყნებმა, რომლებიც 10 ან 20 წლის წინ ჩვენნაირ მდგომარეობაში იყვნენ, საკმაოდ სწრაფად დაუსვეს ამ თემას წერტილი, რადგან დოლარიზაცია სასარგებლო არავისთვის არ არის.

არც მსესხებლისთვის და არც მისთვის, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი საერთოდ არ აქვს;  რადგან მაღალი დოლარიზაცია გვაქვს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მოგვიწია, რადგან ეროვნული ვალუტის კურსზე დამოკიდებული სექტორი გვყავდა და ევროში აღებული ყოველი მესამე სესხი პრობლემური იყო. საკმარისად განვითარებულია ჩვენი ფინანსური სექტორი, რომ ამ პრობლემას დავუსვათ წერტილი“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის: ეროვნული ბანკის 2023 წლის თებერვლის საბანკო სექტორის სტატისტიკის მიხედვით, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა. ქართულ ბანკებში 43.61 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით მეტი). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.65%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.48%-ით).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 45.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები