მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას ისეთ სასამართლოს, როგორიც დღეს გვაქვს - ედუარდ მარიკაშვილი

64428cee4b2d6
თელარა გელანტია
21.04.23 22:55
871
„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ისეთ სასამართლოს, როგორიც დღეს გვაქვს“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა წამყვანის შესაბამის კითხვას.

გადაცემაში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირების ფაქტზე მმართველი ძალის რეაქციები და მოქმედებებიც შეაფასა.

როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს უშლის. კერძოდ, ოპოზიციის მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობს.

„ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში ხელისუფლება არის საკმაოდ ავტორიტარული და როდესაც საუბარია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ზოგადად, ავტორიტარული ხელისუფლებები არ ქმნიან საკუთარი თავის გამოვლენის მექანიზმებს. ისინი ამ პროცესში არ მონაწილეობენ და ეს არის ამის დემონსტრირება - მათ შეუძლიათ ამ ყველაფერს გადააყოლონ საპარლამენტო ცხოვრება და პარლამენტის საქმიანობა.

საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქცირებული მოსამართლეებისთვის დისკომფორტის შექმნაც კი, არის პრობლემა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იმ სიმყარეს, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული ნიშნები“, - თქვა GDI-ს თავმჯდომარემ.

ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, სისტემაში არსებულმა მოსამართლეებმა გამოიჩინონ "ინდივიდუალური სიძლიერე" და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები