წერტილი უნდა დაესვას კორუფციას და განვაგრძოთ პროგრესისკენ სვლა, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელმა თამუნა თანდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
მისი მოსაზრებით, ქვეყანას კორუფცია ანგრევს.
„მდგრადი განვითარებისთვის ქვეყანას მშვიდობა და პროგრესისკენ სვლა სჭირდება - ევროპული გზისკენ წინსვლა კი უალტერნატივოა. უნდა ვებრძოლოთ კორუფციას - ის რაც გვანგრევს კორუფციაა. წლების წინ ისეთი ინსტიტუტები შეიქმნა, რომლებმაც ერთის მხრივ კერძო მეწარმეების, კომპანიების ინტერესები დაიცვა და მეორეს მხრივ, ისინი აიძულა გადასახადები გადაეხადათ. ტურიზმშიც ასე უნდა იყოს - გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს.
კერძო სექტორმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, საჯარომ - თავისი და შუალედური პოზიციები ასოციაციებმა უნდა დაიცვან. ამასთან, საჯარო სექტორმა ისეთ პროდუქტები არ უნდა შექმნას რომლითაც კონკურენციას კერძო სექტორს გაუწევს. კორუფციას უნდა დაესვას წერტილი და პროგრესისკენ სვლა უნდა განვაგრძოთ“, - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.