"წერტილი უნდა დაესვას რჯულის, პროფესიის, ეროვნების მიხედვით ტურისტების გარჩევას," - ამის შესახებ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტი ასევე არ უნდა გაირჩეს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.
„წერტილი უნდა დაესვას იმას, რომ უნიკალურები ვართ და ჩვენზე კარგები მსოფლიოში არ არსებობენ და ჩვენ ერთადერთები და განუმეორებლები ვართ. ყველა მიმართულებით ჩამოსული სტუმარი უნდა აღვიქვათ როგორც სტუმარი, ვინც არ უნდა იყოს ის, - რა რჯულის, პროფესიის და ეროვნების. თუ ადამიანი ჩვენთან მოდის როგორც ტურისტი, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმის გარჩევა ეს ტურისტი აქიდან არის თუ იქიდან“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.