მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას ურთიერთდაპირისპირებას, შერიგება გვჭირდება - იაგო ბიტარიშვილი

64c1196b0da53
თელარა გელანტია
26.07.23 22:00
652

კომპანია „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ურთიერთდაპირისპირებას. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში წამყვანის შესაბამის კითხვას.

„წერტილი უნდა დაესვას ურთიერთდაპირისპირებას ყველაფერში. შერიგება გვჭირდება ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც... ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს და ერთი ქვეყნის წარმატება უნდა გვიხაროდეს ყველას. შეიძლება, სხვადასხვანაირად ვხედავდეთ წარმატების გზებს, მაგრამ ამისთვის ერთმანეთს არ უნდა გადავემტეროთ“, - თქვა მეღვინემ.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? – „დასავლეთის ბაზრებზე ადგილის დამკვიდრება“ - ასე უპასუხა იაგო ბიტარიშვილმა „წერტილის“ წამყვანის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას.

მეღვინე მიიჩნევს, რომ დასავლეთის ბაზრებზე თავის დამკვიდრებას სხვა პირდაპირ და ირიბ ბენეფიტებს მოუტანს ქართულ ბიზნესს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქ დავიმკვიდრებთ ადგილს, გაცილებით მეტი ცოდნა და ტექნოლოგიების იმპორტის შესაძლებლობა გვექნება. დასავლეთის ბაზარზე თავის დამკვიდრება ნიშნავს, საკუთარი პროდუქციის სხვა ბაზრებზე კიდევ უფრო ადვილად რეალიზაციას. დასავლეთის ბაზარზე ორიენტირება ავტომატურად წარმატებას ნიშნავს - მე ასე ვუყურებ ბიზნესს და ეკონომიკას“, - აღნიშნა „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელმა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები