მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წერტილოვანი შეზღუდვები მობილობის დაგდების ერთ-ერთი გზაა - ამირან გამყრელიძე

5fa926f846208
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 16:07
836
"წერტილოვანი შეზღუდვები არის ერთ-ერთი გზა მობილობის დაგდებისკენ, ეს პანდემიასთან ბრძოლის აქსიომაა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზაფხულზე მობილობის დაგდებით საქართველომ პირველი დიდი ტალღა არ გადაიარა.

„ყველა ქვეყანა აკეთებს ამ წერტილოვან შეზღუდვებს და დღეს უკვე არცერთ ქვეყანას დიდი, მასშტაბური "ლოქდაუნი" არ აქვს. ყველას აქვს სერიოზული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგმა სრულად დაკეტა რესტორნები, კაფე-ბარები... ვისაც ამის ეკონომიკურად „გაქაჩვა“ შეუძლია. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკის გაჩერება იქნება ძალიან მძიმე. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა გავკეთოთ ის, რომ ერთის მხრივ, არ გავაჩეროთ ეკონომიური აქტივობა, არ გავაჩეროთ სასწავლო პროცესი, დისტანციური გზით უნდა ვისწავლოთ. უკვე დამკვიდრდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ასეთი თეზა, რომ სასწავლებლები ყველაზე გვიან უნდა დაიკეტოს და ყველაზე ადრე უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ არ შეიძლება კორონავირუსის თაობა იყოს გაუნათლებელი... ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთი მხრივ, არ გავაჩეროთ ეკონომიკა და მეორე მხრივ, ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ მდგომარეობიდან ანუ ვმართოთ პანდემია“, - განმარტა ამირან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები