მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წესების დარღვევისთვის 15 ობიქეტი დალუქეს, გამოწერილია 30 ჯარიმა - შრომის ინსპექცია

611a1d4cdbfb4
BM.GE
16.08.21 12:04
802
10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს - 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.

"გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.

ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია",- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები