მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მინიმალური ხელფასის დაწესებით გაჩენილი პრობლემები, კლინიკის დასჯისთანავე მოგვარდება“ - ნაცვლიშვილი

63c283e406f9e
მარიამ დემეტრაშვილი
14.01.23 17:34
8529
სახელმწიფოს მიერ კლინიკებისთვის ექიმებისა და ექთნებისთვის განსაზღვრული მინიმალური ხელფასის დაწესების შემდეგ, პროფესიული კავშირის ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელმა" გაავრცელა ინფორმაცია. კავშირის ცნობით, თბილისსა და რეგიონებში მოქმედი კლინიკებს ექთნების უფრო დაბალ პოზიციებზე გადაჰყვათ, რათა ხელფასი არ მოუმატონ. აღნიშნულ საკითხზე „სოლიდარობის ქსელმა“ შრომის ინსპექციას მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებიდან რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებამ მანდატის გაფართოების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც 2023 წლიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხის შესწავლას გულისხმობს.

კლინიკების მიერ ექთნების დაბალ პოზიციებზე გადაყვანის საკითხზე გადაცემა „ანალიტიკაში“ „სამართლიანი ეკონომიკის ისნტიტუტის“ დამფუძნებელმა, ბექა ნაცვლიშვილმა ისაუბრა. ის შრომის ინსპექტიის მანდატის გაფართოებას ემხრობა და ამბობს, რომ პრობლემები, რომელიც მინიმალური ხელფასის დაწესებას მოჰყვა, რომელიმე კლინიკის დასჯისთანავე მოგვარდება.

„შრომის ინსპექციამ უნდა გადაამოწმოს ხელშეკრულებები, რეგულაციის ამოქმედებამდე ვის რა პოზიცია ეჭირა და შესაბამისად, დაადგენს მოხდა პოზიციის ცვლილება რეგულაციის ამოქმედების შემდგომ, თუ არა. მეორე გზა არის კოლექტიური სარჩელი - სასამართლო დაადგენს ამის საფუძველზე, რომ აქ იყო არაკეთილსინდისიერი ქმედება რეგულაციის ამოქმედების შემდეგ და გარკვეული სასჯელი დაეკისრება კლინიკას.

ის, რაც ახლა გამოიკვეთა, რომელიმე კლინიკის დასჯისთანავე, გამოსწორდება. ნებისმიერ რეგულაციას აქვს დროებითი ირიბი ეფექტი, მაგრამ ბევრად პოზიტიური შედეგებია გრძელვადიან პერსპექტივაში. იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია უმუშევრობა, აწესებენ მინიმალურ ხელფასს, რადგან სხვანაირად ხელფასი არ იზრდება“, - თქვა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები