წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.