მოსალოდნელი ქვისცვენის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ- ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.