7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 14 207 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე - 1522. პროტოკოლის თანახმად, ასაცრელად რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ექიმებს და 55 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეებს.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო, ხოლო 25 მარტიდან უკვე ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინაც შემოვიდა.