მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, მას თრომბულ შემთხვევებთან კავშირი არ აქვს

604cba5f21a42
BM.GE
13.03.21 17:04
5328
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინასა და ადამიანებში განვითარებულ თრომბს შორის კავშირი არ არსებობს. ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დამატებით შეისწავლეს ინფორმაცია ზოგიერთ ადამიანში ვაქცინაციის შემდეგ თრომბის განვითარების შესახებ. ამ შესწავლის შემდეგ, WHO-ს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ "AstaZeneca-ს ვაქცინა შესანიშნავია და ის უსაფრთხოა გამოყენებისთვის."

ვაქცინების შესახებ განცხადება გააკეთა თავად AstraZeneca-მაც, კომპანია აღნიშნავს, რომ მათ მიერ შექმნილ ვაქცინასა და თრომბის განვითარებასთან კავშირი არ არსებობს.

თრომბული შემთხვევების განვითარების გამო ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და ტაილანდში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს, ვიდრე იმუნიზაციასა და გარდაცვალების შემთხვევებს შორის კავშირი არ დადგინდებოდა.

AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება, იქამდე კი შაბათ-კვირას მისი რაიონებსა და მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტირება მოხდება. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები