მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალი კვირის ბოლოს მიიღებს

608c2078b6e14
ნათია თაქთაქიშვილი
30.04.21 19:32
1033
WHO-ს გენმდივნის წარმომადგენლის მარიანელა სიმაომოს განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინურ "სინოვაკთან" და "სინოფარმთან" დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალი კვირის ბოლოს მიიღებს.

„ჩვენ ჩინური ვაქცინების შეფასებას 5 მაისიდან დავიწყებთ და საბოლოო პასუხი მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ WHO-ს დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩინური ვაქცინები იქნება პირველი არაევროპული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები