მსოფლიო ჯანდავის ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ევროპაში ვაქცინაციის ტემპი წარმოუდგენლად დაბალია, რაც წუხილის საფუძველს აჩენს, რადგან უკვე სახეზეა კორონავირუსის მესამე ტალღა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
WHO-ს რეგიონალური მენეჯერის ჰანს კლუგეს განცხადებით, იმუნიზაციის დაბალ ტემპს კორონავირუსის საწინაამდეგო ვაქცინების არასაკმარისი დოზები განაპირობებს.
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავზარდოთ ვაქცინის წარმოება , რადგან ეს პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. ამასთან მაქსიმალურად ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული ვაქცინის დოზები“,- განაცხადა ჰანს კლუგემ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის 27-მდე ქვეყანაში სრული ან ნაწილობრივი ლოქდაუნია გამოცხადებული, კომენდატის საათისა და სხვადასხვა რეგულაციების ჩათვლით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსთან დაკავშრებული რეგულაციები 23 ქვეყანამ გაამკაცრა.