კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინო ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმ, ტედროს გებრეიესუსმა კონფერენციაზე განაცხადა.
გებრეიესუსის თქმით, შეზღუდვების მოხსნა კომპლექსური და რთული საკითხია, მაგრამ მზარდი შემთხვევების საპასუხოდ, სამხრეთ კორეას, გერმანიას და ჩინეთს შესაბამისი სისტემები აქვთ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების მოსახსნელად ქვეყნები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ისინი მზარდ შემთხვევებთან გამკლავებას შეძლებენ.
გაერო რეკომენდაციით მიმართავს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის განახლების დროს ფიზიკური დისტანცირება უზრუნველყონ.




























