მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-მ ჰიდროქსიქლოროქვინის კლინიკური შემოწმება უსაფრთხოების რისკის გამო შეაჩერა

5ecbfe70b1160
თამთა ჯიჯავაძე
25.05.20 21:19
1253
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰიდროქსიქლოროქვინის კლინიკური შემოწმება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო შეაჩერა. ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ცოტა ხნის წინ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭომ გადახედა მონაცემებს, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, კლინიკური შემოწმების პროცესი დაპაუზდა მას შემდეგ, რაც სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ჰიდროქსიქლოროქვინის გამოყენება სიკვდილიანობის რისკს 34%-ით ზრდიდა, ხოლო გულის სერიოზული არითმიის რისკებს 137%-ით.

აღნიშნულ პრეპარატს, რომელიც მალარიის წინააღმდეგ გამოიყენება, მუდმივად მხარს უჭერდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ასევე ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონაროც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები