მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

62dc1fa6d7c5f
BM.GE
23.07.22 20:17
1125
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, ჯანმო თავის გადაწყვეტილებას მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდით ხსნის.

WHO-ს ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

მისივე ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა ამ ვირუსით გარდაცვალების ხუთი ფაქტი.

„მაიმუნის ყვავილის“ რისკი საშუალოა გლობალურად და ყველა რეგიონში, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც ჩვენ ვაფასებთ რისკს, როგორც მაღალს“, – აცხადებს გებრეისუსი.

„მაიმუნის ყვავილი“ პირველად 1950-იან წლებში ცენტრალურ აფრიკაში აღმოაჩინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები