მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო რთულიც კი იყოს

60002b45c86d2
ნათია თაქთაქიშვილი
14.01.21 15:28
1077
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განცხადებით, პანდემიის მეორე წელი შეიძლება, პირველზე უფრო რთულიც კი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცლებეს.

გამოცემის მიხედვით, მაიკ რაიანი აღნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში დღესასწაულების პერიოდის შემდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, როგორც ევროპაში ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში.

„გაზრდილი შემთხვევა ნიშნავს, რომ მეტ პაციენტს დასჭირდება ჰოსპიტალიზება. ამის შესახებ თავად ამ ქვეყნებმაც იციან და ახლა ცდილობენ შესაბამისი მოდელის დამკვიდრებას, რაც გაზრდილი შემთხვევების შემცირებაში დაეხმარებათ და პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობას მისცემთ“,- განაცხადა რაიანმა.

რაიანის თქმით, აუცილებელია, ყველა ქვეყნის მაგალითის შესწავლა და კომბინირებული მიდგომის შემუშავება, რათა ვირუსთან ბრძოლა უფრო ადვილი იყოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები