მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: სრულად ვაქცინირებულები დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევაში უმეტესად ასიმპტომატურები არიან

60f58002ae46b
ნათია თაქთაქიშვილი
19.07.21 19:54
6754
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, სრულად ვაქცინირებული პირები დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევაში უმეტესად ასიმპტომატურები არიან. ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინაცია მოსახლეობის უმეტესობას იცავს მწვავედ ინფიცირებისგან და საავადმყოფოში მოხვედრისგან. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტეოდორ გებრეისუსის თქმით, დელტა შტამი განსაკურებით იმ რეგიონებში მძვინვარებს, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, დოქტორი სუმია სვიმინატანის თქმით, სრულად ვაქცინირებული ადამიანებიც ინფიცირებიდან, თუმცა უმეტესად უსიმპტომოდ, შესაბამისად იზრდება რისკი ვირუსის გავრცელების სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. სწორედ ამიტომ  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს რეგულარულად გააგრძელონ ნიღბის გამოყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები