მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

12

უკრაინული დრონების თავდასხმა იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე Wildberries-ის საწყობზე.

კერძოდ, რუსეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვოლგოგრადში Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტზე განხორციელებული თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა. რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ცნობები, რომ დარტყმა იყო ვოლგოგრადის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზეც.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა Wildberries-ის ათამდე საწყობი დააზიანეს. ექსპერტთა შეფასებით, იერიშებმა კომპანიის სასაწყობო სიმძლავრეების 10-15% გაანადგურა და ათიათასობით მცირე ბიზნესს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა. უკრაინა Wildberries-ს რუსული არმიისთვის დრონების ნაწილებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებაში ადანაშაულებს, რასაც კომპანიის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს. შექმნილი ვითარების ფონზე, ონლაინრითეილერი სახელმწიფო მხარდაჭერის მიღებას მოელის და ახალ სასაწყობო ფართობებს ყაზახეთში აქტიურად ეძებს. აღსანიშნავია, რომ Wildberries-ი რუსეთში მოქმედი უმსხვილესი ონლაინრითეილერია. უკრაინული მხარის ცნობით, კომპანიის სასაწყობო ობიექტები რუსული არმიის მომარაგების ჯაჭვში აქტიურად მონაწილეობს, რის გამოც ის სამხედრო სამიზნედ მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები