მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წილკანში ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა - "მოსახლეობისგან 400 000 ლარის ლოკოკინა შევიძინეთ"

62961d2c86628
მარიამ იზორია
01.06.22 09:40
1480
წილკანში უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო TIMEO ამოქმედდა.

bm.ge-სთან TIMEO-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საწარმომ სატესტო რეჟიმით დაიწყო მუშაობა და მოსახლეობისგან 400 000 ლარის ღირებულების 300 ტონა ველური ლოკოკინა ჩაიბარა.

მისივე თქმით, მიზანი წელიწადში 1000 ტონა ველური ლოკოკინის გადამუშავებაა, წელს კი გეგმაში 400 ტონამდე ასვლაა. აღსანიშნავია, რომ კომპანია საბოლოოდ ორ პროდუქტს: გაყინულ ხორცსა და სტერილიზებულ ნიჟარებს მიიღებს, რომლებიც კომპანიის პარტნიორებთან გაიგზავნება, შემდგომ კი ისინი პროდუქციას თავიანთი ბრენდის ქვეშ გაყიდიან.

„ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით დავიწყეთ მუშაობა. შემდეგი კვირიდან უკვე სრული დატვირთვით ვიმუშავებთ. ამ პერიოდის განმავლობაში 300 ტონა უკვე ჩავიბარეთ, ანუ მოსახლეობისგან დაახლოებით 400 000 ლარის ველური ლოკოკინა ვიყიდეთ. კილოგრამს 1.30 ლარად ვიბარებთ. ინტერესი ძალიან მაღალია, პროდუქტს დიდი აქტიურობით აბარებენ. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ექსპორტის მიმართულებით ხელშეკრულებებს უკვე ვაფორმებთ, დეტალებს მოგვიანებით გავაჟღერებთ,“ - აცხადებს TIMEO-ს გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის: TIMEO-ს ლოკოკინების გადამმუშავებელ საწარმოში 1.8 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდო. საწარმომ ადგილზე 120 ადამიანი დაასაქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები