დედაქალაქის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს, თბილისში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რის გამოც, კახა კალაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.
კალაძემ განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და დააანონსა, რომ დაგეგმილი პროექტების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ წელს, რადგან ეს აუცილებელია. იქნება გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ამაზე ბოდიში კიდევ ერთხელ, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია პროექტების განხორციელება, თუ მიწა არ გადაითხარა, არ ჩავატარეთ სამუშაოები... ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მსხვილ და მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქში განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი ძალიან მალე იქნება ყველაზე განსხვავებული, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სუფთა, კომფორტული და მწვანე. ამას აუცილებლად შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით“, - განაცხადა კალაძემ.




























