მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Window 10-ის ერა 1 თვეში დასრულდება

Microsoft

ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, Microsoft-მა მომხმარებლებს შეახსენა, რომ სულ რაღაც 1 თვე რჩება კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემის, Windows 10-სთვის მხარდაჭერის შეწყვეტამდე.

2025 წლის 14 ოქტომბრიდან, კომპანია ოპერაციული სისტემისთვის უსაფრთხოების განახლებების გამოშვებას, ასევე ხარვეზების აღმოფხვრას და მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას შეწყვეტს.

ცხადია, მომხმარებელს Windows 10-ის გამოყენება 14 ოქტომბრის შემდეგაც შეეძლება, თუმცა დროთა განმავლობაში ის უფრო პრობლემური გახდება, კიბერუსაფრთხოების რისკებისგან კი მისი დაცვა აღარ მოხდება. იმ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, დარჩენილ პერიოდში ოპერაციული სისტემა Windows 11-ზე გადაიყვანონ, “გახანგრძლივებული უსაფრთხოების განახლების” სერვისის მიღება შეეძლებათ, თუმცა ეს დამატებით ხარჯთან იქნება დაკავშირებული და მხოლოდ 3 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

Microsoft-ი კერძო და საჯარო მომხმარებლებს მოუწოდებს, დროულად განაახლონ კომპიუტერული ტექნიკა და გადაერთონ Windows 11-ზე, რათა შესაძლო რისკებისაგან აირიდონ თავი და ახალი ოპერაციული სისტემის უპირატესობებით ისარგებლონ. სხვა შემთხვევაში, ისინი შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

ცნობისთვის, Windows 10 პირველად 2015 წელს გამოვიდა და გასული დეკადაში Microsoft-ის ყველაზე ადაპტირებული ოპერაციული სისტემა გახდა. ის მილიარდზე მეტ კომპიუტერში იყო ჩამონტაჟებული, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან და ხელოვნური ინტელექტის ეპოქის დაწყებასთან ერთად, Windows 10-ის შესაძლებლობები შემცირდა და საჭირო გახდა ახალი ოპერაციული სისტემის შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები