მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წისქვილი ჯგუფმა“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ გახსნა

637393601930f
BM.GE
15.11.22 17:27
4619
„წისქვილი ჯგუფმა“ ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალი კონცეფციის სივრცე – „თეატრი“ გახსნა. დარბაზი სცენისა და პავილიონისგან შედგება, რომელიც ყველანაირი სტილისა და ჟანრის ღონისძიებას უმასპინძლებს. ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად კი, სტუმრებს ვახშმითაც გაუმასპინძლდებიან.

„წისქვილის ჯგუფის“ მიერ შექმნილი „თეატრი“ Dining Theatre-ის კონცეფციას ეფუძნება, რაც წარმოდგენას ვახშმის თანხლებით გულისხმობს. ამგვარ სივრცეს საქართველოში ჯერჯერობით ანალოგი არ აქვს.

„თეატრი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს თეატრალური, საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენების, კონცერტის, გალა ვახშმის, პრეზენტაციის, კონფერენციის, ტრენინგის, ფესტივალის, კორპორაციული წვეულების, ქორწილის, დაბადების დღისა და სხვა ნებისმიერი ტიპისა და მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებასა და გამართვას.



გამორჩეული იქნება „თეატრის“ სამზარეულოც, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს ქართული ტრადიციული კერძების ევროპულ და თანამედროვე ინტერპრეტაციებს. „თეატრს“ ექნება წინასწარ განსაზღვრული მენიუც და ღონისძიების შინაარსსა და თემატიკაზე მორგებული კერძებიც.

„თეატრის“ სამზარეულოს „წისქვილის“ რესტორნების ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე გაუძღვება, სამხატვრო ხელმძღვანელობას ზაალ ჩიქობავა გაუწევს, სერვისის მიმართულებას კი დავით ერაძე უხელმძღვანელებს. დაინტერესებული პირები „თეატრის“ დაქირავებას მისი სრული რესურსითა და ტექნიკური გუნდით შეძლებენ და მას კონკრეტული ღონისძიების შინაარსის მიხედვით გარდაქმნიან.

„თეატრი“ სტუმრებისთვის უკვე ღიაა, თუმცა, მისი ოფიციალური გახსნა 25 ნოემბერს იგეგმება. The Show – ასე ერქმევა „თეატრში“ გამართულ პირველ მასშტაბურ წარმოდგენას, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ანანიაშვილი და მისი საბალეტო დასი, ოპერის მომღერლები და ხელოვნების სფეროს სხვა გამორჩეული წარმომადგენლები მიიღებენ.

„წისქვილი ჯგუფს“ 20 წლიანი ისტორია აქვს, ის საქართველოს მასშტაბით ფლობს 6 განსხვავებული კონცეფციის რესტორანს. ასევე, ბაზარსა და მარკეტს, რომელშიც წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ხილბოსტნეული, ხორცეული, ნახევრად მზა საკვები, მზა კერძები და სხვადასხვა ტიპის პროდუქცია. „თეატრი“ ბოლო მასშტაბური პროექტია, რომელზეც „წისქვილი ჯგუფის“ გუნდი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები