მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიწიბურა ძვირდება, ზეთზე ფასის ზრდა გაგრძელდება - "ბარაქა"

603e4b14c235f
ელენე გოგბერაშვილი
02.03.21 19:51
1141
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ინდექსიდან ირკვევა, რომ ბოლო ერთ წელიწადში სურსათის ჯგუფში ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა. ზრდამ თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,3% შეადგინა.

იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელი bm.ge-ისთან საუბარში განმარტავს, რომ ზეთსა და ცხიმზე ფასის ზრდა მზესუმზირასა და სოიოს დაბალმა მოსავალმა და მსოფლიო ბირჟებზე მათზე მაღალმა ფასმა განაპირობა.

გურამ ბროძელი ამბობს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა ფქვილის ღირებულება, სავარაუდოდ, ივლისსა და აგვისტიში შემცირდება, რაც ხორბლის ახალი მოსავლით არის განპირობებული. რაც შეეხება ზეთს, იმპორტიორი ამბობს, რომ ზეთსა და ცხიმზე ფასის კლება უფრო გრძელვადიან პერიოდშია მოსალოდნელი, როცა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნები ახალ მოსავალს გადაამუშავებენ.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, მისი თქმით, "ბრინჯზე ფასის ზრდა უმნიშვნელოა, წიწიბურა კი, გაძვირების ტენდენციით ხასიათდება". "ადამიანები ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქტებს ყიდულობენ, თუმცა მოხმარების საერთო მაჩვენებელი დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო შემცირებულია. მოხმარება 15-20%-ით შემცირდა“, - აღნიშნა გურამ ბროძელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები