უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოლდოვის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოება სახელდება. რეისების შეჩერება 14 მარტიდან იგეგმება.
მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას მოულოდნელი და სამწუხარო უწოდა. თუმცა, თავად Wizz Air-ი აცხადებს, რომ „მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება ავიაკომპანიის ნომერ პირველი პრიორიტეტია“.
შეგახსენებთ, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოლდოვის საჰაერო სივრცის მიმართულებით მიმდინარე თვეს ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ცნობისთვის, მოლდოვის რეგიონში - დნესტრისპირეთში, რომელმაც დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, რუსი სამხედროები არიან განლაგებული.