მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

63e649d3783e4
გიორგი თოლორდავა
10.02.23 17:40
1055
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყნის მთავრობა კი ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა.

აწ უკვე ყოფილი პრემიერის განცხადებით, მოლდოვა ევროპულ მომავალ იმსახურებს და ბრიუსელის მხრიდან ქვეყანას სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა თავად ქვეყნის მთავრობას მოსახლეობა გვერდში არ უდგას, ამის გარეშე კი დიდი მიზნების მიღწევა შეუძლებელია.

პრემიერის გადადგომა პირდაპირ კავშირშია მოლდოვაში არსებულ საპროტესტო ტალღასთან, რაც ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდით არის განპირობებული. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე მოლდოვაში 30%-ის ფარგლებშია, რაც ევროპის რეგიონში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

გავრილიცას გადადგომის შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს და პარლამენტმა ნდობა ახალ მთავრობას უნდა გამოუცხადოს.