მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, საქართველო დადგეს იმ პოზიციაზე, სადაც წლის ბოლოს იქნება მოლდოვა და უკრაინა - შალვა პაპუაშვილი

6447f86fcba6f
BM.GE
25.04.23 19:54
556
"მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მიგვეღო მონაწილეობა კონფერენციაში. მთავარი თემა იყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩემს გამოსვლაში მქონდა შესაძლებლობა უკრაინისადმი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის შეჯამების დროს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მან თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს და გაფართოვების პოლიტიკას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღეს არ არის ღია კარზე საუბრის დრო და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა მიიღოს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება.

,,სწორედ ამ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა უფრო სერიოზულად შეხედოს საკუთარ როლს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროა და სწორედ, ამ პერსპექტივიდან გააცნობიეროს და მიიღოს ეს გადაწყვეტილება. დღეს არ არის იმის დრო, რომ იყოს საუბარი ღია კარზე, წინსვლებზე მხოლოდ. საჭიროა გადაწყვეტილებები, რომელსაც ქართველი ხალხი ელის. ჩვენ შარშან იმით, რომ არ მოგვენიჭა სტატუსი, გარკვეულწილად გამოგვაცალკევეს ასოცირების ტრიოდან. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა აღდგეს და საქართველო კვლავ დადგეს იმ პოზიციაზე, სადაც იქნება მოლდოვა და უკრაინა წლის ბოლოს,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები