დღეს, ევროკომისიამ შვედეთში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ზეპირი ანგარიში წარადგინა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მათთვის ბარიერი არის ომი და იგი მალე უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მოლდოვას, მან თქვა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რას ფიქრობთ დღესდღეობით უკრაინის პროგრესთან დაკავშირებით? - ოლივერ ვარჰეიმ ასე უპასუხა:
„ისინი გზაზე არიან, ისინი ბევრს აკეთებენ იმისდა მიუხედავად, რომ ეს ქვეყანა ომშია. ვფიქრობ, ისინი ასრულებენ, მაგრამ გაფართოება უფრო დიდი პროცესია - ყველაფერი უნდა შესრულდეს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს შეასრულებენ. ახლა სამუშაოს შუაში ვართ და გამიჭირდება გითხრათ სად იქნებიან ისინი“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, რა არის უკრაინისთვის ამჟამად ყველაზე დიდი ბარიერი?, - მან თქვა, რომ ომი.
„ომი არის ბარიერი თავისთავად, ვინაიდან ის ეკონომიკას არღვევს ქვეყნის არსებობს უქმნის საფრთხეს. როდესაც ეს ომი დასრულდება გაწევრიანებისთვის ყველა ოპერაცია აჩქარდება. ვთვლი, რომ ომი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მან.
რაც შეხება მოლდოვას, მან განმარტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები: “რაც შეეხება საჯარო ადმინისტრაციის რეფორმას მოლდოვას სჭირდება ფუნქციური განხილვის დასრულება, რომ გააუმჯობესოს სახელფასო სისტემა და საჯარო მომსახურების სისტემა“.