მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, EU უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს

უკრაინა

ევროკავშირი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დღეს დაიწყებს.

დღეს, ლუქსემბურგში უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კონფერენციით გაიხსნება.

კონფერენციაზე ევროკავშირი წარადგენს უკრაინის და მოლდოვის ზოგადი მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს დაამტკიცა.

უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად, ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხო ზომებზე მსჯელობს. გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ "რუსული კანონი" საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები