მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება

უკრაინა მოლდოვა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერებულია და მთავრობათაშორისი კონფერენციები 25 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართება.

"ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის ზოგადი პოზიციები მიიღო, მათ შორის მოლაპარაკებების ჩარჩოები, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის.

ეს ხსნის გზას მოლაპარაკებების დასაწყებად სამშაბათს, 25 ივნისს, ლუქსემბურგში", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დეკლარაციას ხელი უკვე მოაწერა.

"ევროკავშირის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას",- დაწერა სანდუმ სოცუალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირაში, უკრაინის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად, ევროკავშირი იმსჯელებს, თუ რა ზომებს მიიღებს საქართველოში "რუსული კანონის" მიღების საპასუხოდ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია, რაზეც გული წყდება, რადგან მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში პროცესი წინ მიიწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები