მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz air-ი: საწვავის გაძვირების მიუხედავად, ბილეთებზე დაბალი ფასის შენარჩუნებას ვცდილობთ

63982a5e5b94e
მარიამ ვარადაშვილი
13.12.22 11:35
412
Wizz air-ის ავიამიმართულებების განვითარების ოფიცერი ეველინ ჯეკელი ამბობს, რომ საავიაციო საწვავის ფასი მომდევნო წელსაც მაღალი დარჩება. ამის მიუხედავად ბიუჯეტური ავიაკომპანიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ცდილობენ ბილეთებზე დაბალი ფასი შეინარჩუნონ.

“თუ ჩვენს ფასებს შეხედავთ, ნახავთ, რომ ის ბევრად ნაკლებია ნებისმიერ კონკურენტთან შედარებით. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ საავიაციო საწვავის ფასს და მოველით, რომ მომდევნო წელსაც მაღალი დარჩება. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დაახლოებით ვიცით, რა თანხა დაგვჭირდება საწვავზე და ამის გათვალისწინებით იქნება ბილეთის ფასიც.

ეს ერთი ასპექტია, მეორე არის ის, რომ ქუთაისში მოგვყავს ავიახომალდი, რომელიც მცირე საწვავს მოიხმარს. ეს უპირატესობა გვაქვს ჩვენს კონკურენტებთან შედარებით და ამის გამოყენებას ვაპირებთ. ინფლაციის გავლენა ჩვენზეც იგრძნობა და იმუნიტეტი არ გვაქვს იმაზე, რაც გარშემო ხდება. თუმცა ერთგული ვრჩებით იმისა, რომ კიდევ შევთავაზოთ მომხმარებელს, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაზე დაბალი ფასი ჩვენს კონკურენტებთან შედარებით. პრინციპში ეს ჩვენი მისიაც არის. კერძოდ, ის, რომ ადამიანებს მივცეთ რაც შეიძლება იაფად ფრენის შესაძლებლობა", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები