მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტში ბაზას ხურავს

Wizz Air-ი

Wizz Air-ი ვენის საერთაშორისო აეროპორტში ბაზას დახურავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზა ორ ეტაპად დაიხურება.

კერძოდ, ორი თვითმფრინავი და მარშრუტები ბილბაოსა და ლონდონის გატვიკის აეროპორტის მიმართულებით 2025 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო დარჩენილი სამი თვითმფრინავი და ყველა სხვა მარშრუტი 2026 წლის 15 მარტს შეწყდება.

მიზეზი მაღალი გადასახადია:"ავიაკომპანიამ, რომელმაც ვენაში ბაზა 2018 წელს გახსნა და ამჟამად ხუთი Airbus A321neo თვითმფრინავით 20 ქვეყანაში 28 მარშრუტს ასრულებს, განაცხადა, რომ აეროპორტის ფასების, გადასახადებისა და მიწისზედა მომსახურების საფასურის ზრდამ ოპერაციები მის დაბალბიუჯეტიან მოდელთან შეუთავსებელი გახადა".

აღმასრულებელმა დირექტორმა მაურო პენედამ ამ ნაბიჯს „რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება“ უწოდა.

როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნულ რეისებზე დაჯავშნილ ბილეთებს მგზავრები WIZZ კრედიტების ან ხელახალი დაჯავშნის ვარიანტების სახით მიიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები