მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wizz Air-მა მოგების პროგნოზი ექვს თვეში მეორედ შეამცირა - Reuters

WIZZIAR

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air მოგების პროგნოზი, ექვს თვეში მეორედ შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, ზემოთ აღნიშნულმა მისი აქციების 12,7%-ით დაცემა განაპირობა.

Wizz Air-ს ერთ წელზე მეტი ხანია ძრავებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, რამაც კომპანია აიძულა, რომ ზრდის ამბიციური გეგმები შეემცირებინა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოზეფ ვარადის თქმით, ეს დიდწილად გამოწვეული იყო GTF ძრავის პრობლემით, რომელიც Wizz-ზე მინიმუმ ორი-სამი წლის განმავლობაში გავლენას მოახდენს.

”ჩვენ გვესმის, რომ ეს საკითხები მოსალოდნელზე მეტხანს ჭიანურდება და მათ მოსალოდნელზე დიდი გავლენა აქვთ”, - განუცხადა ვარადიმ Reuters-ს.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე შესულმა გადამზიდავმა განაცხადა, რომ 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება 250 მილიონი ევროდან 300 მილიონ ევრომდე იქნება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზში მაჩვენებლები 350 მილიონი ევროდან 450 მილიონ ევრომდე იყო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში, კომპანიამ პროგნოზი 500 მილიონი ევროდან 600 მილიონ ევრომდე შეამცირა.

ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოსეფ ვარადიმ თქვა, რომ ავიაკომპანია რთულ პირობებში მაინც აგრძელებს ოპერირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები