უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს.
"ზამთარმა დარეკა, მაგრამ ხმოვან ფოსტაზე გადავამისამართეთ. დუბაი, აბუ-დაბი, ჯედა და ამანი 12 მარშრუტითა და კვირაში 49 რეისით ბრუნდებიან. დაჯავშნეთ ახლავე!"- წერია ავიაკომპანიის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
BMG-ი უნგრულ ავიაკომპანიას დაუკავშირდა. ვკითხეთ განაახლებს თუ არა Wizz air-ი ქუთაისიდანაც აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
2025 წლის სექტემბრიდან ბაზრის დინამიკის, ოპერაციული სირთულეებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, Wizz Air-მა Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერირება შეაჩერა. სწორედ Wizz Air Abu Dhabi-ის მეშვეობით ასრულებდა ავიაკომპანია აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს მათ შორის, ქუთაისიდანაც.
ვრცლად ამ თემაზე: Wizz Air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს აჩერებს, ფრენები შეწყდება ქუთაისიდანაც























