ივენთ ჰოლში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა, სადაც გამოვლინდა წლის საუკეთესო სპორტსმენი. ეს ტიტული წელსაც ლაშა ტალახაძეს ერგო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა და 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა საქართველოს ბანკმა გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადასცა.