მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლიური ინფლაცია უფრო ნელი ტემპით მოხდება - კობა გვენეტაძე

62e154380e96f
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 20:00
824
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, წლიური ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ხოლო 2023 წლიდან ინფლაციის შემცირება დაჩქარდება. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო აქტივობა ძალიან მაღალია და არ არის გამორიცხული, რომ ინფლაციაზე დაწოლა ამანაც შექმნას. დღეს ჩვენ მიერ ნავარაუდები პროგნოზებით, წლის ბოლოსთვის დაახლოებით 9%-იანი წლიური ინფლაცია უნდა გვქონდეს, საშუალო ალბათ 10%. წლიური ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე სხვა პერიოდში გვექნებოდა, რადგან სურსათის, ხორბლის და ბენზინის ფასები ძალიან გაზრდილია და ამ შემთხვევაში ის გამყარება არ გვყოფნის, რომელიც ჩვენ გვაქვს.

რას შეეხება მიზნობრივ ინფლაციასთან დაახლოებას ვფიქრობ, სხვა თანაბარ პირობებში ინფლაციის შემცირების აქსელერაცია უფრო 2023 წელს მოხდება და მეოთხე კვარტალში მის სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს“, - განაცხადა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები