მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წმინდა ცეცხლი თბილისში უკვე ჩამოიტანეს

5e9b55cc82460
BM.GE
18.04.20 23:30
1339
წმინდა ცეცხლი უკვე თბილისშია. რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან Georgian Airways-ის თვითმფრინავი დაეშვა. ეს სპეციალური რეისია, რომელმაც საქართველოში დაბრუნების მსურველი 153 მოქალაქეც ჩამოიყვანა.

ბორტზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია იმყოფებოდა, რომელმაც წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან წამოიღო.

როგორც ცნობილია, წმინდა ცეცხლს საქართველოს ტაძრებში სასულიერო პირები მიიტანენ.

შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, 14:50 საათზე გადმოვიდა. გასული წლებისგან განსხვავებით, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები