კომპანია „ბადაგი+“-მა წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა.
როგორც bm.ge -ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, პროექტი “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში განხროციელდა და საწარმოს ასაშენებლად, ჯამურად, 877,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 438,000 ლარი ბენეფიციარმა "შეღავათიანი აგროკრედიტით" მიიღო, ხოლო 350,000 ლარი სახელმწიფო გრანტიაა.
საწარმოში წელიწადში საშუალოდ 11,000 კგ ჩირსა და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.
კომპანიაში 2020 წლის ბოლომდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით ასევე, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ის დანერგვა იგეგმება.
სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა.