მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt-ის გენმენეჯერი: „გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩვენნაირ სერვისებს იყენებს“

5f171adbc7535
ნუცა ბაზლიძე
21.07.20 22:00
1250
Wolt-ის გენერალურმა მენეჯერმა ნატალია ხიზანიშვილმა გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში საგანგებო მდგომარეობის და მისი შემდგომი პერიოდისას კომპანიის ფუნქციონირების საკითხზე ისაუბრა და კრიზისის გავლენა შეაფასა.

როგორც ნატალია ხიზანიშვილი აღნიშნავს, საგანგებო მდგომარეობას თან ახლდა ყოველდღიური ადაპტაციის საჭიროება. მისივე განმარტებით, კომპანიას, ლოკაციებისა და მიმართულებების გამრავალფეროვნებაც მოუწია, რათა გამოწვევისთვის სათანადოდ ეპასუხა.

ამასთან, როგორც Wolt-ის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ, კომპანია აქტუალურობას არ კარგავს. მისივე განმარტებით, ბაზარზე შედარებით ახლად გამოჩენილი კომპანია პანდემიის გავლენის გამოვლენამდეც ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

„გაიზარდა ბაზრის მოცულობა, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩვენნაირ სერვისებს იყენებს“, - აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი.

თემაზე საუბრისას, Wolt-ის გენერალური მენეჯერი დასძენს, რომ სიტუაციამ დისტანციურად მართვის ეფექტურობა დაანახა და მისი განმარტებით, სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანია მუშაობის მსგავს სტილს მიმდინარე პერიოდშიც ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები