მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt-ის საკვების მიწოდების აპლიკაციას DoorDash-ი 7 მლრდ ევროდ ყიდულობს

618bca2d120d5
ნათია თაქთაქიშვილი
10.11.21 21:40
661
ამერიკული კომპანია DoorDash-ი საკვების მიწოდების ფინური სერვისის Wolt-ის აპლიკაციას 7 მილიარდ ევროდ ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფინეთის ისტორიაში აღნიშნული გარიგება ყველაზე მასშტაბურია და მან, 2013 წელს სმარტფონების მწარმოებელ Nokia-სა და Microsoft-ს შორის დადებულ გარიგებასაც გაუსწრო, რომელმაც მაშინ 5.4 მილიარდი ევრო შეადგინა.

როგორც ამერიკული კომპანია აცხადებს, DoorDash-ი აღნიშნული გარიგების საფუძველზე კონკურენციას გაუწევს მსოფლიოში ისეთი საკვების მიწოდების აპლიკაციებს, როგორიც Uber Eats-ი, Postmates-ი და Delvieroo-ა.

გამოცემა წერს, რომ DoorDash-ი Wolt-ის შეძენით საქმიანობის გაფართოებას ფინეთის გარდა კიდევ 21 ქვეყანაში შეძლებს, მათ შორისაა შვედეთი, გერმანია და უნგრეთი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა კომპანია DoorDash-მა გასული წელი 400 მილიონი ევროს ზარალით დაასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები