მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt vs Glovo - რომელს მეტი შემოსავალი აქვს საქართველოში?

636396bfcecb5
შოთა ტყეშელაშვილი
03.11.22 14:52
5199
საკვების მიტანის გლობალური კომპანიების ქართულმა შვილობილებმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგებები გაასაჯაროვეს. ანგარიშგებების თანახმად, გასულ წელს “ვოლტს” 34.5 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო “გლოვოს” 33.9 მილიონის შემოსავალი.

ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს “ვოლტის” სისტემით მხოლოდ 34.5 მილიონის პროდუქტები შეუკვეთეს, არამედ 34.5 მილიონი იყო ის მომსახურების საფასური, რომელიც კომპანიამ ამ შეკვეთებიდან აიღო.

კონკურენტების შემოსავლების ზრდა ასეთი იყო:

"ვოლტი" - 34.46 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 19 მილიონი ლარი;
"გლოვო" - 33.93 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 13.3 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, “ვოლტ ჯორჯია” 2021 წელს 2.3 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, ხოლო “გლოვო” მოგების ნაცვლად, 13.66 მილიონი ლარის ზარალზე იყო. ზარალის უმთავრესი მიზეზი კომპანიის მიერ მისი სათავო ოფისისთვის 15.56 მილიონი ლარის ოდენობით გადახდილი მომსახურების საფასური იყო.

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, “ვოლტმა” გასულ წელს კურიერებზე 25.4 მილიონი ლარი გასცა, ხოლო “გლოვომ” 13.6 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ვოლტის” აქტივები 12.6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო “გლოვოს” აქტივები 15 მილიონი ლარისგან შედგება.

სტატიის განახლება (8 ნოემბერი) - "გლოვოს" წარმომადგენლობა კომპანიის ზარალთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს ზარალი განპირობებული იყო იმით, რომ კომპანია საკუთარი ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს.

"Glovo, როგორც ლიდერი მულტი კატეგორიული პლატფორმა საქართველოს ბაზარზე, უკვე ოთხი წელია ქმნის უნიკალურ შესაᲫლებლობებს მომხმარებლებისთვის, პარტნიორი კომპანიებისა თუ კურიერებისთვის.

ჩვენი ლიდერობა, ამ ეტაპზე არ არის გამოხატული კონკრეტულ მომგებიან ციფრებში, ვინაიდან კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე Ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა მაქსიმალურად ეფექტიანი ბიზნეს გარემო Შევქმნათ ჩვენი პარტნიორებისთვის რაც კვლავ ემსახურება Ჩვენს საერთო მიზანს მომხმარებლების კომფორტის ზრდას და კმაყოფილებას რომელიც თავისმხრივ აისახება ჩვენი ლოიალური მომხმარებლების ზრდის პოზიტიურ დინამიკაში რასაც უკვე წლებია წარმატებით ვართმევთ თავს.

დღეს, ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი სერვისების Შეთავაზება, ინოვაციურ პროექტებზე მუᲨაობა და მდგრად განვითარებაზე ფოკუსირება.

რა თქმა უნდა მომგებიანობა Ჩვენთვის მნიᲨვნელოვანი ეტაპია კომპანიის განვითარების გზაზე რომელისკენაც მივდივართ სწრაფი და ამავდროულად Ჩვენი სტრატეგიის Შესაბამისი ტემპებით. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ მომენტისთვის სრულად ვართ ორიენტირებული ინოვაციურ პროექტებზე, ახალი პარტნიორებისა და კურიერების მოზიდვაზე, რომ მომხმარებლებისთვის ყველა პროდუქტი და სერვისი გავხადოთ ხელმისაწვდომი.” - განმარტავს Glovo საქართველოს ფინანსური დირექტორი, საბა მჭედლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები