მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wondernet Express-ი აჭარა-გურიის მოსახლეობას სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება

ტექნიკა

Wondernet Express Investment Group-მა აჭარის და გურიის მოსახლეობას სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში საკუთარი ტექნიკით დაეხმარება. შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს.

"დიდთოვლობით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, Wondernet Express Investment Group-მა მიიღო გადაწყვეტილება, მის დაქვემდებარებაში არსებული რესურსებით, მათ შორის, ტექნიკით, 24-საათიან რეჟიმში დაეხმაროს, აჭარისა და გურიის მოსახლეობას, ხელისუფლებასა და მოხალისეებს, სტიქიით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრაში.

Wondernet Express Investment Group ასევე, მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დროულად მიეწოდოს მოსახლეობას, სურსათი და გადაუდებელი საჭიროების პირველადი საშუალებები", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები