მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wondernet Exspress-მა აჭარას მედპერსონალისთვის 2000 ბიოლოგიური დაცვის სპეცკომბინიზონი გადასცა

5ff45cd67047a
BM.GE
05.01.21 16:41
1313
საერთაშორისო კომპანია “Wondernet Exspress”-მა აჭარის რეგიონს სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეცკომბინიზონი გადასცა.

საერთაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება აჭარის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოვიდმიმღებ ბათუმის რესპუბლიკურ საავამდმყოფოს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გადასცა.

"მსგავსი დახმარება, კოვიდ მიმღები კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების მიწოდებას, თუმცა მოთხოვნა დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძოს სექტორის ჩართულობა. ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “Wondernet Exspress”-მა (აქციონერები - დიმიტრი აბდუშელიშვილი და ალიშერ იკრამოვი), სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე გადასცა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები -“Superstar 1100” , Nanjing Superstar Medical Equipment Co., LTD (10 ცალი) და CPAP აპარატი DS-8 BIPAP ST-30, Ventmed Technology (2 ერთეული).

“Wondernet Exspress Investment Group” საერთაშორისო ტრეიდული კომპანიაა,რომელიც არაერთ ქვეყანაში ოპერირებს,ხოლო ბათუმის პორტში ამერიკულ უმსხვილეს კომპანია ,, Trammo” -სთან ერთად პორტის ტერმინალს აშენებს.ტერმინალი ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს პოტენციალს იყოს დამაკავშირებელი ჰაბი ცენტრალურ აზიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები