მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

World Travel Awards-ზე, ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მეორედ მოიპოვა

63389206b403f
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 23:10
651
World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში წელსაც გაიმარჯვა.

დღეს, ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე გამართულ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმმა ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდო ისეთ კონკურენტებს შორის მოიპოვა, როგორიცაა მატერა (იტალია), მლჯეტი (ხორვატია), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი) და სოფია (ბულგარეთი).

„ჯილდო ჩვენია!
#ბათუმი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა“, - წერს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე Facebook-ის პირად გვერდზე.



აღსანიშნია, რომ პირველად ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო 2019 წელს მიიღო.

ცნობისთვის: World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები