მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Wowchy წელს მომხმარებლებს განახლებულ უნივერსალურ სასაჩუქრე ბარათს შესთავაზებს

wowchy

ციფრული სასაჩუქრე ვაუჩრების პლატფორმა Wowchy, რომელიც ბაზარზე 5 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს, 2026 წლიდან მომხმარებელს უნივერსალური სასაჩუქრე ბარათის განახლებულ ვერსიას შესთავაზებს.

კომპანიის დამფუძნებელი თათია ხაინდრავა BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ Wowchy Card, რომელიც კომპანიის ძირითადი და ყველაზე პოპულარული პროდუქტია, ფუნქციური ცვლილებებით განახლდება და მისი გამოყენება უფრო გამარტივდება.

Wowchy Card არის უნივერსალური ბარათი, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ყველა პარტნიორ კომპანიაში შეუძლია.

„2026 წელს ჩვენს მთავარ პროდუქტს - Wowchy Card-ს, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პარტნიორ კომპანიასთან მთელი საქართველოს მასშტაბით, შევთავაზებთ განახლებულ ვერსიას, რომელიც ამჯერად უფრო მოსახერხებელი იქნება. რებრენდინგი არ იგეგმება, თუმცა პროდუქტი ფუნქციონალური თვალსაზრისით შეიცვლება. ასევე, ვგეგმავთ საინტერესო კოლაბორაციას, რომლის დეტალებს წლის დასაწყისში დავაანონსებთ“, - აღნიშნა თათია ხაინდრავამ.

რაც შეეხება 2025 წლის შედეგებს, თათია ხაინდრავა აღნიშნავს, რომ პლატფორმა განაგრძობს ზრდას - წლიურად დაახლოებით 20–40%-ით. მისი შეფასებით, წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეკემბერი იყო, როცა გაყიდვები ახალი წლის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Wowchy უკვე აკავშირებს 500-ზე მეტ ბრენდს სხვადასხვა კატეგორიაში: ტანსაცმელი, თავის მოვლა, სუპერმარკეტები, სასტუმროები და სხვა. პლატფორმა ასევე ინტეგრირებულია სუპერ აპში, სადაც მომხმარებლებს ერთი აპლიკაციიდან შეუძლიათ სხვადასხვა პარტნიორის მომსახურებების მიღება.

თათია ხაინდრავა ხაზს უსვამს, რომ კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდებთან, მომხმარებლისთვის მუდმივად უფრო მოსახერხებელი და მრავალფუნქციური სერვისების შეთავაზების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები