მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSA ფოლადზე გლობალური მოთხოვნის შემცირებას ელის - გავლენა საქართველოზე

BM.GE
21.10.22 16:42
274
მსოფლიო ფოლადის ასოციაციამ 2022 და 2023 წლებში ფოლადის გლობალური მოთხოვნის პროგნოზს გადახედა. ასოციაციის განცხადებით, 2022 წელს ლითონზე გლობალური მოთხოვნა 2,3%-ით შემცირდება, 2021 წელს 2,8%-იანი ზრდის ფონზე. არსებული პროგნოზის თანახმად, 2023 წელს მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს 1%-ით მილიარდ 815 მილიონ ტონამდე. მიზეზად ასოციაცია ინფლაციას და მსოფლიოში საბაზო საპროცენტო განაკვეთების ზრდას უკავშირებს. „მაღალმა ინფლაციამ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და ეკონომიკურმა შენელებამ ჩინეთში ხელი შეუწყო რთულ 2022 წელს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა ოდნავ აღდგება 2023 წელს ინფრასტრუქტურის მოხმარების გაზრდის ფონზე, ნათქვამია მოხსენებაში. როგორია ვითარება დღეს საქართველოში? 

სტუმარი: ირაკლი აბაზაძე - “რუსთავის ფოლადის” კომერციული დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები