მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

WSJ: გაეროში აშშ-ის რუსეთის მიმართ რბილი რეზოლუციის ერთადერთი მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა

გაერო

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს - რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

WSJ წერს, რომ უკრაინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიღებული რეზოლუციების მსგავსია, ომის მიზეზად რუსეთს ასახელებს და წელს მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებას შეიცავს, რომელიც რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას ეფუძნება. ხოლო, აშშ-ის რეზოლუციის პროექტში არ არის მითითებული, ვინ დაიწყო ომი და არ შეიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.

„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა“, - წერს The Wall Street Journal-ი.

ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ უკრაინისგან მოითხოვს, გაიწვიოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ადანაშაულებს.

გენერალური ასამბლეა ორშაბათს შეიკრიბება, რათა კენჭი უყაროს უკრაინისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას, რომელიც დეესკალაციისკენ, საომარი მოქმედებების ადრეული დასრულებისა და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები