მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSJ: რა სახეს მიიღებს ტურიზმი პანდემიის შემდეგ?

5f85e37b5e30f
მარიამ ადამია
13.10.20 23:30
1689
საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით, 2022-2024 წლამდე დამაიმედებელი არ არის. დაზუსტებით არც არავინ იცის, რას გააკეთებენ ვირუსგადატანილი, ან მისგან დაშინებული ადამიანები, ამიტომაც საზოგადოების მიდგომები, გეგმები, სურვილები და მეთოდები მოგზაურობასთან დაკავშირებით შეიცვლება, და ამაზე უკვე აღარავინ დაობს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

მთავარი ცვლილება შეეხება ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებს, რომელთა მიმართ ინტერესი მკვეთრად დაეცემა. ადამიანები პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში იმოგზაურებენ არა დედაქალაქებში ისევ, არამედ პატარა სოფლებს, დაბებს და ქალაქებს მოინახულებენ, სადაც ისტორია, კულტურა და ტრადიციები ჩაანაცვლებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ძეგლებს.

პანდემიის ეფექტია ისიც, რომ ადამიანები უმეტესად სუფთა ჰაერზე დასვენებას მიანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე ქალაქის ხმაურს და ავტომობილების გადატვირთულ მოძრაობას, ასე რომ მაგალითად ამერიკაში ინტერესი უფრო გაიზრდება ალასკასა და მონტანას მიმართულებით, ვიდრე თუნდაც ჩიკაგოს მიმართ. იმოგზაურებენ ფარერის კუნძულებზე და არა მალდივებზე. ანუ ახალი ტრენდი მოგზაურებს შორის გახდება ის მარშრუტები, რომლებიც რთულად მისადგომია, სადაც მეტი ბუნება, ავთენტურობა და რაც მთავარია, ნაკლები ადამიანია.

10 წლის შემდეგ მოგზაურის სახე შესაძლოა გახდეს თვითმფრინავის ბილეთი - ამის შესახებაც არის ვარაუდები და სისტემა სავარაუდოდ იმუშავებს ასე: ტერმინალის ვიდეოკამერებში დაინსტალირებული ბიომეტრიული პროგრამა ამოიცნობს და შესაბამისობაში იქნება მახასიათებლებთან, რაც მოგზაურთა უმრავლესობას საშუალებას მისცემს შეუფერხებლად გაიარონ სარეგისტრაციო დახლი. რაც შეეხება თავად ფრენას, მგზავრებს შესაძლოა დამატებითი თანხის გადახდა მოუწიოთ ჰიგიენური საშუალებებისთვის. ასევე ბორტზე “ჰიგიენური კლასის” დამატებასაც ვარაუდობენ.

გარდა ამისა, ადამიანებმა შესაძლოა კრუიზით მოგზაურობა არქტიკაზე დაიწყონ. ამას ადასტურებენ საკრუიზო ინდუსტრიის სპეციალისტები და ამბობენ, რომ მკვეთრად არის გაზრდილი მოთხოვნა კანადის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, სადაც თეთრი დათვები და სხვა არქტიკული სახეობები ბინადრობენ. სასტუმროში კი რობოტები დაალაგებენ, სადაც ღია ვესტიბიულების, მოსაცდელი ოთახების, მინი ბარებისა და საყოველთაო ყავის ეპოქა დასრულებულია, ანუ ის რაც რთულად იწმინდება, გაქრება, დანარჩენს კი რობოტები მიხედავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები